„ამ განცხადებით დამთავრდა სპეკულაციები გახარიას კუთვნილებაზე”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს გიორგი გახარიაზე.
ქადაგიძე მოუწოდებს გახარიას საზოგადოებას „პირდაპირ ესაუბროს”.
ახლა მოუწევს ბატონ გიორგის კულისებიდან თავის გამოყოფა, „რიშელიეს“ როლის დატოვება და რაციონალური პოლიტიკის კეთება, თუ უნდა სერიოზულ ოპონენტად აღიქვამდნენ. როდესაც საკუთარი გუნდის წინააღმდეგ მოქმედებაში დაგადანაშაულებს და მოღალატეს გიწოდებს ის ადამიანი, ვინც თავის დროზე შანსი მოგცა სამთავრობო ვერტიკალში უმაღლესი რანგი გქონოდა, მძიმე იარლიყია, ბატონო გიორგი! იმდენად მძიმეა, რომ შეიძლება საბედისწეროც აღმოჩნდეს თქვენთვის, რადგან ასეთ „სიმძიმეს“ ან იხსნიან, ან „იჭყლიტებიან. მყარად დგახართ ფეხზე? ხართ მზად საზოგადოებას, პირდაპირ ესაუბროთ და არა საკუთარი „პატენტების“ პირით?“, – წერს ქადაგიძე.
ბიძინა ივანიშვილი გიორგი გახარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს











