“ვფიქრობ, დესტრუქციას პარლამენტშიც გააგრძელებენ, რადგან ქუჩიდან შეტევით თავიანთი მიზნები ვერ განახორციელეს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„დესტრუქცია გახდა მათი სტრატეგიის მთავარი შემადგენელი ნაწილი. ვფიქრობ, რომ იგივე გაგრძელდება პარლამენტში, ვინაიდან ქუჩიდან შეტევით ვერ განახორციელეს თავისი მიზნები“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის.










