მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერა მოუწევს.
“მე არათუ ვიმედოვნებ, დარწმუნებული ვარ, მათ მოუწევთ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა. ამას ხაზგასმით ვამბობ. ჩვენ, შევეცდებით ეს ვუზრუნველყოთ. როგორც თავის დროზე ჩვენ მათგან დავიცავით ქართული ინსტიტუტები, საქართველოს სახელმწიფოს პრესტიჟი, როგორც დავიცავით ქართული კანონმდებლობა, ასევე შევეცდებით დავიცვათ ევროპული ინსტიტუტები და მათ პრესტიჟი“, – აღნიშნავს მდინარაძე.
ასევე ნახეთ: რატომ (არ) არის გიორგი გახარია ივანიშვილის პროექტი – რას ფიქრობენ ექსპეტრები ოპოზიციაში გადასული ლიდერის ორბიტაზე











