ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა შემთხვევით თვითდაზიანება მიიყენა.
შემთხვევა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ლაგოდეხის მონაკვეთზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის ოპერატიული სამსახურის უფროსს, ილო მაისაშვილს, სამსახურებრივი ცეცლხსასროლი იარაღი გაუვარდა და ფეხში დაიჭრა.
55 წლამდე ასაკის მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ლაგოდეხში კლინიკა „კელაპტარში“ გადაიყვანა.
ექიმებ დაჭრილს შესაბამის მკურნალობას უტარებენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











