“ძალიან იმედგაცრუებული და გაოგნებული ვარ, რომ ერთხელ არ გიხსენებიათ ქამრების შემოჭერა და ამ ერთწლიანი პანდემიის და ქვეყნის გაღატაკების დროს რა გააკეთეთ თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრმა იმისთვის, რომ მთავრობის ხარჯები შეგემცირებინათ,” – ასე მიმართა “მოქალაქეების” ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ფინანსთა მინისტრს.
ცნობისთვის, დღეს, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
ლაშა ხუციშვილის მოსმენას ოპოზიცია სრული შემადგენლობით ესწრება.










