“ყოველთვის კარგია საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი პირველწყაროდან მოსმენა”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერში“ წერს და პარტია “საქართველოსთვის” დამფუძნებელთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ეხმიანება.
„გმადლობთ გიორგი გახარია, დღევანდელი შეხვედრისთვის“,- წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, გუშინ გიორგი გახარიამ ბრიუსელში ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა.











