თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ეპიდემიოლოგის, ოთარ ჩოკოშვილის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქება ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ გააუარესებს.
მისი თქმით, საზოგადოებამ და ეპიდემიოლოგებმა იციან, რომ კორონავირუსი არსად წასულა, ამიტომ შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად მაქსიმალურად ყურადღებით იქნებიან.
„ქვეყანაში მდგომარეობა არის დასტაბილურებული, მაგრამ კვლავ საჭიროა, რომ გამოვიჩინოთ სიფრთხილე, დავიცვათ რეკომენდაციები, რომ არ გვქონდეს შემთხვევების მნიშვნელოვანი მატება. პირბადის მოხსნა და სხვა რეგულაციების შემსუბუქება ეპიდსიტუაციას მნიშვნელოვნად ვერ გააუარესებს, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ დაავადება კვლავ არსებობს, არსად წასულა და ამიტომ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ“, – განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.
ცნობისთვის, პირველი ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება. ირველი ივნისიდან კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. მანამდე ის 17 მაისს 23:00 საათამდე გადაწიეს.











