“ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არცერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს მიკერძოებულობის განცდა”, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესზე საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.
„ქვეყანას სჭირდება სასამართლო რეფორმა. მოსამართლეების დანიშვნის წესს რაც შეეხება, რეფორმის მთავარი მიზანი არის ის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა მოსამართლეებისადმი, ისევე როგორც სისტემისადმი. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ არცერთ მოქალაქეს არ ჰქონდეს მიკერძოებულობის განცდა“, – განაცხადა გერმანიის ელჩმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი 2 ივლისს შეიკრიბება.











