ფოთი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ პატარა ფოთთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავმა ,,მერსედესის“ მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით.
ავტორი: თეა შონია











