worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 184 მილიონს გადააჭარბა.
სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 3.99 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 169 მილიონს უახლოვდება.
მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 11.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი – 34.5 მილიონი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი, მესამეს კი ბრაზილია იკავებს.











