სამხრეთ კორეის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა წონაში 20 კილოგრამამდე დაიკლო.
ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი კიმ ბენ კი აცხადებს, რომ წონაში კლების მიუხედავად, კიმ ჩენ ინს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ჯანმრთელობაზე საზოგადოებრივი კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც უცხოელმა ანალიტიკოსებმა ივნისის დასაწყისში აღნიშნეს, რომ ლიდერმა წონაში მკვეთრად დაიკლო.
ინტერნეტში გავრცელდა კიმ ჩენ ინის ფოტოებიც, სადაც ჩანს, რომ საათის სამაჯური, რომელიც მას უმეტესად უკეთია და რომლის ღირებულებაც 12,000 დოლარია, შევიწროებულია.
ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სკანდალში ეხვევა. გასულ წელს კიმ ჩენ ინი საზოგადოებაში იმდენად იშვიათად ჩნდებოდა, რომ მედია მისი გარდაცვალების ვერსიასაც არ გამორიცხავდა. დადიოდა ხმებიც, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კომაშია. ვრცელდებოდა ინფორმაციაც, რომ მას მძიმე დაავადება აქვს, რის გამოც უფლებამოსილებების ნაწილი მის დას გადაეცა.
ჩრდილოეთ კორეის ჩაკეტულობის გამო, ეს ცნობები ვერ დასტურდებოდა, კიმ ჩენ ინი კი საზოგადოებაში პერიოდულად მაინც ჩნდება.











