რუსეთში, ჩელაბინსკის რაიონში 14 ათასი ჰექტარი ტყე იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ТАСС“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით ერთი ადამიანია დაღუპულია.
ხანძრის გამო 350 ადამიანია ევაკუირებული, მათი უმეტესობა ბავშვია.
რუსეთის საგანგებო სამსახურის თქმით ხანძრის ლიკვიდაციას ძლიერი ქარი აფერხებს. დამწვარია 71 ნაგებობა, მათ შორის 46 საცხოვრებელი სახლი. ხანძრის ლოკალიზებაში 500 ადამიანი და 115 ერთეული ტექნიკა იღებს მონაწილეობას, ასევე გამოყენებულია 4 სახანძრო მატარებელი.










