პოლიციამ დააკავა მოძალადეები და რა თქმა უნდა, არავითარი კომპრომისი არ იქნება ჩვენი მხრიდან და ყველა მოძალადეს ვაგებინებთ პასუხს. მეორე მხრივ, მეორე დღეს, როდესაც არსებობდა დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკების რისკი, პოლიციამ ძალიან მაღალ დონეზე იმუშავა და 100 პირი დააკავა, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთელ ქალაქში 3500-მდე სამართალდამცველი იყო მობილიზებული.
„ჩვენ ძირითად ღონისძიებას ველოდებოდით 5-6 საათზე. მათ შორის, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული ძალადობრივი ფაქტები არ იყო არც მთავრობისა და არც ეკლესიის ინტერესებში. შესაბამისად, უნდა ვთქვათ, რომ ეს იყო ერთი ადამიანისა და ერთი პოლიტიკური რევანშისტული ძალის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











