fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერი: გუშინდელ აქციაზე იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები

14:52 ივლისი 12, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
805
ნახვა

გუშინდელ აქციაზე იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და ანტიეროვნული გზავნილები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება მიესალმება ქვეყანაში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიის არსებობას.

„რაც შეეხება ზოგადად გუშინდელ აქციას, კიდევ ერთხელ მინდა, ჩემი მოსაზრება და შეფასება ვუთხრა ჩვენს ხალხს. ეს იყო კლასიკური ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეკლესიური და მაშასადამე, ანტიეროვნული გზავნილები. მაგალითად, იმის თაობაზე, რომ აგრესიული გამომსვლელები ითხოვდნენ პოლიციის მიერ პატრიარქის დაკავებას. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, რომ აღნიშნულს ვიმეორებ. იმის გარდა, რომ ითხოვდნენ ჩვენს გადადგომას, ეს ნორმალურია. მათ ეს უნდა მოითხოვონ, ეს არის მათი ოცნება, მაგრამ მე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, ვინ ითხოვდა ამ ყველაფერს. ჩვენ ზოგადად, რა თქმა უნდა, მივესალმებით დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის არსებობას ქვეყანაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავისუფალი მედია განვითარდეს, რეალურად მიუკერძოებელი მედია განვითარდეს ქვეყანაში, მიუკერძოებელი ჟურნალისტები განვითარდნენ. ჩვენ მათ ყველაფერს გავუკეთებთ, რაც საჭიროა და მე კიდევ ერთხელ ვუდასტურებ პატივისცემას. ძალიან ბევრი პროფესიონალი მუშაობს მედიაში. მაგრამ მოდით, ახლა თავს ნუ მოვიტყუებთ, ზედმეტი კეკლუცობა არ არის საჭირო, ვთქვათ პირდაპირ: ოპოზიციური ტელევიზიები, აღარ ჩამოვთვლი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის – „მთავარი“, „ტვ პირველი“, „ფორმულა“ პირდაპირ იმართება სააკაშვილის მიერ და მათი მოპარული ფინანსებით. შესაბამისად, მათი დღის წესრიგი და „ნაცმოძრაობის“, რევანშისტული, რადიკალური ძალის დღის წესრიგი არის აბსოლუტურად იდენტური. მათ აქვთ ერთი მიზანი, როგორმე ჩამოაგდონ ხელისუფლება და ძალადობრივი გზით ისევ მოვიდნენ ხელისუფლებაში, რაც, რა თქმა უნდა, მიუღწეველია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. მათ მინდა, შევახსენო, ერთადერთი გზა ხელისუფლებაში მოსვლის არის არჩევნებში მონაწილეობა. კარგად მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე არჩევნებია, აგებენ არჩევნებს. კიდევ ერთხელ მოუწევთ მათ წაგება და ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მოახლოებულ არჩევნებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: 5 ივლისის მოვლენებიირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია