დღეს პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. პარლამენტში შს მინისტრის მოსმენა 12:00 საათისთვისაა დაგეგმილი.
სხდომაზე 5-6 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებსაც განიხილავენ.
ოპოზიციას აინტერესებს, რატომ ვერ შეძლო პოლიციამ 5 ივლისს მედიის დაცვა.











