ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სამართალდამცავებმა ნივთმკიცებად იარაღიც ამოიღეს.
დღეს დილით “საკონსერვოს დასახლებაში” ბენზინგასამართ სადგურზე მამა-შვილ ლაგვილავებს ცეცხლი გაუხსნეს.
65 წლის კაცი გრამიტონ ლაგვილავა ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილ გიორგი ლაგვილავას კი ოპერაცია უტარდება.
მედიკოსების თქმით, მუცლის არეში შემღწევი ჭრილობაა და მისი მდგომარეობა ფასდება მძიმედ.
მომხდარის მოტივი, სავარაუდოდ, ბიზნესდავა იყო. მკვლელობა ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა.
ავტორი: თეა შონია











