გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.
სააგენტოს ცნობით, 27 ივლისამდე საქართველოში გრილი ამინდი შენარჩუნდება.
„27 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 24 ივლისს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი, 25 და 26 ივლისს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +31, +33 გრადუსი დაფიქსირდება“- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











