საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
26 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 676 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 676 შემთხვევა, აჭარა – 224, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 45, შიდა ქართლი – 33, გურია – 15, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 65, კახეთი – 62, მცხეთა-მთიანეთი -35, სამცხე-ჯავახეთი – 19, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ცნობისთვი, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 264 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.52 %-ია.











