fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

თურნავა: ჩვენ კვლავ გამოვჩნდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, ისტორია და ბუნება

19:34 ივლისი 27, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
769
ნახვა

ჩვენ კვლავაც გამოვჩნდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, საქართველოს ოთხი დაცული ტერიტორიისთვის იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, როდესაც საქართველო მთელ მსოფლიოსთან ერთად ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, მნიშვნელოვანია, ასეთი გადაწყვეტილებებით ტურიზმისთვის სწრაფი აღდგენის გარანტია შექმნან.

მინისტრის განმარტებით, სამთავრობო გუნდი დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის  განვითარებისთვის ბევრს მუშაობს.

ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. იუნესკო-ს კომიტეტმა ჩვენს კოლხურ დაბლობს, ჩვენს ჭარბტენიან ტერიტორიებს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. ეს არის ოთხი დაცული ტერიტორია, ოთხი ეროვნული პარკი.

მსოფლიოში 200-ზე ცოტათი მეტი ტერიტორია არის აღიარებული უნიკალურ ბუნებრივ ძეგლად, უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობად იუნესკო-ს მიერ, მათ შორის არის მართლაც ისეთი უნიკალური ძეგლები, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის უზრუნველყოფს ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულ ნაკადს. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ისევე როგორც მსოფლიო ებრძვის პანდემიას და ტურიზმი განიცდის ყველაზე მეტ დარტყმას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი, ძალიან მნიშვნელვანი გადაწყვეტილებებით შევუქმნათ მომავალი ჩვენს ტურიზმს, შევუქმნათ ძალიან სწრაფი აღდგენის გარანტია. ჩვენ კვლავაც წარმოვჩინდით მსოფლიო რუკაზე, როგორც ქვეყანა, რომელსაც აქვს უნიკალური ტრადიციები, უნიკალური ისტორია, უნიკალური ბუნება. სამთავრობო გუნდი ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, რათა დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურა განვითარდეს.

პირველ რიგში ეს ნიშნავს სამუშაო ადგილებს იმ რეგიონებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც ცხოვრობს ეროვნული პარკების მახლობლად, ვინც ქმნის იმ გარემოს, რომელსაც დიდი სიამოვნებით სტუმრობენ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტები. ეს ასევე ნიშნავს ეკოტურიზმის განვითარებას. თქვენ ამ დღეებში მომსწრენი იყავით მთავრობის, ჩვენი გუნდის სხვადასხვა წევრის 10-წლიანი სტრატეგიის პრეზენტაციების და ჩვენი, ეკონომიკის სამინისტროს 10-წლიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალებით მოვამზადეთ, არის სპეციალური მხარდაჭერის პროგრამები ეკოტურიზმისა და აგროტურიზმისთვის. ეს არის გრანტების პროგრამა, ეს არის სესხებზე სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მეტად დაეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას, რომ ასეთი უნიკალური ბუნების ძეგლების ირგვლივ გააშენოს მცირე სასტუმროები, მცირე ფერმერული მეურნეობები, მცირე კვების ობიექტები. ისეთი ობიექტები, რაც მოიზიდავს ჩვენთან საერთაშორისო ვიზიტორებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა საქართველოს ოთხ დაცულ ტერიტორიას: მტირალასა და კოლხეთის ეროვნულ პარკებსა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს.

თეგები: ნათია თურნავატურიზმი

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
908
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია