საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
30 ივლისის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 243 შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება რეგიონებში ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 243 შემთხვევა, აჭარა – 419, იმერეთი – 273, ქვემო ქართლი – 149, შიდა ქართლი – 102, გურია – 71, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 142, კახეთი – 175, მცხეთა-მთიანეთი -75, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 2 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 6.93%-ია.











