“საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.
„საქართველო კვლავ იკავებს მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ ადგილს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში.
საქართველოს, როგორც ამერიკის სტრატეგიული პარტნიორის თავდაცვისუნარიანობის განტმკიცება, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარება პრიორიტეტულია ამერიკისთვის, ისევე როგორც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია, საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – აცხადებს ზალკალიანი.











