fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საქართველოს პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა

21:05 აგვისტო 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.3k
ნახვა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ნივთიერი მტკიცებულებების საცავი გაიხსნა, რომელიც საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით მოეწყო და პროკურატურაში მიმდინარე საქმეებზე პროკურატურის ხელთ არსებული/ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების ცენტრალიზებულ აღრიცხვა-შენახვას უზრუნველყოფს.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან ერთად გახსნა. ღონისძიებას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილეები, აშშ-ს იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ს საელჩოს, პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ჩემთვის დიდი პატივია ნივთიერი მტკიცებულებების საცავის გახსნის ღონისძიებაზე დასწრება. როგორც იურისტს მესმის მტკიცებულების მნიშვნელობა საგამოძიებო ეტაპზე და ასევე, სასამართლო პროცესისთვის მომზადების დროს. საცავი უზრუნველყოფს მტკიცებულებების უსაფრთხოებას და კარგად დაცულობას, რაც გამოძიების შედეგისადმი ნდობას მნიშვნელოვნად ამყარებს. ჩემთვის ცნობილია, რომ შეზღუდული რესურსების მიუხედავად, თქვენ რესურსები გამოყავით აღნიშნული საცავის ასაშენებლად, რაც თქვენს პროფესიონალიზმზე და გამოძიების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის მეტად ამაღლებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებების საცავი საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა აშშ-ში ვიზიტის, საუკეთესო პრაქტიკის და მიღებული გამოცდილების გაზიარების შედეგია. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მომეცით შესაძლებლობა თქვენთან ერთად ვყოფილიყავი ამ ახალი საცავის დათვალიერების და გახსნის დროს, რომელიც უფრო ამაღელვებელი იყო, ვიდრე ველოდი“ – აღნიშნა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა აშშ-ს ელჩს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მათ შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე გაცნობოდნენ ამერიკული მხარის გამოცდილებას.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი სპეციალური ინვენტარით არის აღჭურვილი, სადაც სხვადასხვა სახის, მათ შორის ქიმიური და ბიოლოგიური შემადგენლობის მქონე მტკიცებულებები განთავსდა.

საცავი აღჭურვილია უსაფრთხოების კამერებით, დაცვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით; მტკიცებულებების საცავს გააჩნია მისაღები ოთახი, პერსონალის ოთახი, ბიოლოგიური ნივთების საცავი, ცეცხლსასროლი იარაღის საცავი და მთავარი საცავი. მისაღებ ოთახში პროკურატურის თანამშრომლებს მტკიცებულებათა მასალების უნიკალური შტრიხკოდის ქვეშ, სპეციალურ პროგრამაში დარეგისტრირება შეუძლიათ. ბიოლოგიური ნივთების საცავი განკუთვნილია ისეთი ბიოლოგიური მასალისთვის, როგორიცაა სისხლი, თითის ანაბეჭდები და ა.შ., რომლებიც სპეციალურ ტემპერატურულ დამუშავებას საჭიროებენ. ცეცხლსასროლი იარაღის საცავი განკუთვნილია ყველა სახის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი ნივთიერებებისთვის, რომლებიც სპეციალურ უსაფრთხოების ყუთებში ინახება. მთავარი საცავი განკუთვნილია ყველა სახის მტკიცებულების მასალისთვის და ასევე, აღჭურვილია სამუშაო მაგიდებით, სადაც საჭიროების შემთხვევაში მტკიცებულებათა ნივთები გაიხსნება, შეიფუთება, შემოწმდება და ა.შ. ასევე, ნივთიერი მტკიცებულებების საცავს გააჩნია სპეციალური მომსახურების ლიფტები და ცალკე შესასვლელი კარი დიდი ზომის და წონის ნივთების გადასატანად.

ნივთიერი მტკიცებულებების საცავი საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობაში მოეწყო. ასევე პროექტის თანახმად, მტკიცებულებათა საცავები საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში მდებარე პროკურატურის შენობებშიც გაიხსნება.

თეგები: პროკურატურა

დაკავშირებული სტატიები

სამართალი

პროკურატურამ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

სექტემბერი 14, 2021
760
მთავარი ამბავი

შანაე ბრუკის მკვლელობასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს 

სექტემბერი 10, 2021
777
სამართალი

პროკურატურამ რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

აგვისტო 26, 2021
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია