fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პრემიერი: მთავრობა 7 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩირუხის მთაზე კი 1 700 მეტრიანი ზიპლაინის მოწტობაში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება

13:37 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
2.5k
ნახვა

მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული   აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩიროხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი და ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.

„აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე  უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.
მთავრობას დაგეგმილი აქვს 7 მლრდ. ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი მთელი რეგიონების განსავითარებლად.  ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ევროპული ტიპის ცენტრების, ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ადგილების მოწყობას. ტურიზმი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, არის კიდევაც ასე, იმიტომ, რომ ბუნებრივად, საქართველოს აქვს მიზიდულობა და ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი მივიღეთ 2019 წელს, 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს პროცესი შეაფერხა და შეანელა. მიმდინარეობს ტენდენცია და ეკონომიკის აღდგენა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, სადაც ვიყავით და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი შემოვა საქართველოში. ამისთვის გვჭირდება უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი, ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა გადავაქციოთ ყველა მუნიციპალიტეტი და რაიონი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მისწრაფებები.
განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება და არის ჩვენი მთავრობის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი თანხა იქნა მობილიზებული, ჩადებული და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ, ახალი სკოლების და ზოგადად, ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ადგილზე, ახალი სპეციალობის დაუფლების საშუალება. 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში, 250 – რეაბილიტირდა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს. 800 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 800 სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტებით. ამ და სხვა პროექტებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია