საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
19 აგვისტოს მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 948 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია:
თბილისში გამოვლენილია 1 948 შემთხვევა, აჭარა – 739, იმერეთი – 626, ქვემო ქართლი – 254, შიდა ქართლი – 257, გურია – 135, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 276, კახეთი – 386, მცხეთა-მთიანეთი – 116, სამცხე-ჯავახეთი – 147, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 37.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ 4 921 ადამიანი დაინფიცირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.95%-ია.
ამასთან, 19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.











