fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ – კახა კუჭავა

12:42 აგვისტო 19, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
769
ნახვა

“გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ, მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია”, – ამის შესახდებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ „ქართული ოცნების“ ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„აქაურობასთან მე ჩემი ისტორია მაკავშირებს – ჩემი გამზრდელი ბებია ლანჩხუთიდანაა, ლანჩხუთიდან არის მისი გვარი. ბევრი ტრადიციაა, რომელიც ოჯახში გვაქვს, განსაკუთრებით კი აღვნიშნავდი შობას, სანამ გურულ ღვეზელს მიირთმევ, წელზე სამჯერ უნდა შემოიტარო ეს ღვეზელი და მადლობა უთხრა განვლილ წელს, ოჯახს და ქვეყანას უსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა. ვცდილობ, ეს ტრადიცია და განსაკუთრებული სითბო ჩემს შვილებსაც გადავცე.

თქვენ მართლაც განსაკუთრებულები ხართ ბევრი მიმართულებით. ტყუილად არ უთქვამთ თქვენზე „ლანჩხუთელებმა გადარიეს მთელი დუნიაო“ – ეს არ არის მხოლოდ ფეხბურთზე ნათქვამი. ბევრი წარმატება და ბევრი ჩემპიონია, ვინც აქ გაზრდილა. მიხარია, რომ ათწლეულების შემდეგ, ის სახელოვანი კლუბი, რომელმაც თავის დროზე დიდი წარმატება მოუტანა და სახელი გაუთქვა ჩვენს ქვეყანას, დღეს აგრძელებს ფუნქციონირებას აკადემიის სახით. დარწმუნებული ვარ, ბევრი ძლიერი ქართველი, ჩემპიონი იქნება გაზრდილი ამ რეგიონში და ამ კლუბის მეშვეობით.

წარმატებები ბევრია სხვა მიმართულებით და ეს არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობა. არაერთი პროექტია, რომელიც აქ მიმდინარეობს და ხორციელდება – ინფრასტრუქტურული, მათ შორის, შემოვლითი გზა, რომელიც რეგიონებს შორის გადაადგილებას უფრო დააჩქარებს.

დარწმუნებული ვარ, ის გეგმები, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებას გააჩნია, რომელმაც როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან პერსპექტივაში თქვენ უნდა მოგიტანოთ სარგებელი, აუცილებლად საჭიროებს ძლიერ, ადგილობრივ თვითმმართველობის გუნდს, მერს და საკრებულოს, რომელმაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს ისე, როგორც დაგეგმილია, თქვენს სასარგებლოდ და თქვენი კეთილდღეობისთვის.

გურულებს კარგად გესმით პოლიტიკა და დარწმუნებული ვარ, სწორ არჩევანს გააკეთებთ. მხარს დაუჭერთ იმ განვითარებას, რომელიც ჩვენ, წლების განმავლობაში გვქონდა ამ ქვეყანაში და ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ლანჩხუთი განსაკუთრებით გამორჩეულია. ადრე, ასეთი მასშტაბით არ განხორციელებულა არცერთი პროექტი, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა და ვისურვებდი, ტემპი კიდევ უფრო გაათმაგდეს.

ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელიც დაფუძნების დღიდან წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გუნდს და დარწმუნებული ვარ, ის კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს ამ მუნიციპალიტეტისთვის, ამ ქალაქისთვის, ლანჩხუთელებისთვის“, – განაცხადა კუჭავამ.

თეგები: კახა კუჭავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

დეკემბერი 24, 2021
796
პოლიტიკა

კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, პარლამენტის დელეგაცია მადრიდში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს

ნოემბერი 25, 2021
774
მთავარი ამბავი

ვგლოვობთ ბათუმში მომხდარი საშინელი ტრაგედიის მსხვერპლთ, რომელთა შორის არიან ბავშვები – კახა კუჭავა

ოქტომბერი 9, 2021
785

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია