fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დღეს საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს – ირაკლი ღარიბაშვილი

10:41 აგვისტო 31, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
771
ნახვა

“ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, რომლებიც აქ ავაშენეთ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება ხელისუფლებაში ჩვენი პოლიტიკური გუნდის მოსვლის შემდეგ დაიწყო’, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში განაცხადა, სადაც თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

„ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო, ყველას მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ოჯახებს, შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, მინდა, დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ და მადლიერება ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ; ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, რომლებიც აქ ავაშენეთ. მოგეხსენებათ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება სამწუხაროდ, ცოტა მოგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ვიცი, რომ გარკვეული შეფერხებაც იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები. გილოცავთ ახალმოსახლეობას, კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე, თქვენი ოჯახების წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს, ჩვენი მიწა-წყლის დაცვას, ქედს ვიხრი მათ წინაშე. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება მათ ოჯახებს. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას“, – მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.

მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, ახალაშენებული ბინები დაათვალიერა, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ ბინების მიღება მიულოცა.

ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდათ. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა.

უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გაკეთდება პანდუსები შშმ პირებისთვის.

იმ პირების საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილების ვალდებულება, ვინც იმსახურა და კონტრაქტი დაასრულა, თავდაცვის სამინისტრომ 2007 წელს აიღო. აღნიშნული ვალდებულების შესრულება კი 2013 წელს დაიწყო. 2013 წლიდან დღემდე, ეტაპობრივად საკუთრებაში 1 562 ოჯახს გადაეცა ბინა. 500-მდე სამხედრო მოსამსახურისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემით თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად ასრულებს.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს 1-18 სექტემბერს  თბილისი, ევროპის 3 ქალაქთან ერთად, კალათბურთის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

იანვარი 24, 2022
768
მთავარი ამბავი

მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის გადმოცემულ მიწაზე ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად, სამთავრობო კომისია შეიქმნება

იანვარი 24, 2022
777
პოლიტიკა

თუ ვინმეს მოუნდება აღიარება, პოლიტიკის შეცვლა, რადიკალიზმზე და რევანშზე უარის თქმა და ა.შ. ეს გაგვიხარდება, მაგრამ რთულად მესახება ეს პროცესი – პრემიერი

დეკემბერი 28, 2021
759

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია