ამერიკის შეერთებულ შტატებში პირბადის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები შეიცვალა. როგორც ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, ამერიკაში ბავშისთვის პირბადის ტარება 2 წლის ასაკიდან არის მიზანშეწონილი.
„ბავშვების ინფიცირების წყარო, ძირითადად ოჯახის უფროსი წევრები არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ ზრდასრულებმა დაიცვან რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რათა დაიცვან საკუთარი და ბავშვების ჯანმრთელობა.
ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შეცვალა, ახალი რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, ხალხმრავალ ადგილებში მშობლებმა უზრუნველყონ ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება. ბავშვებს ბაღშიც კი უნდა ეკეთოთ პირბადე. იქნებ, ამ რეკომენდაციებით და უფროსების აცრით გადავარჩინოთ ბავშვები ინფიცირებისგან“, – ამბობს მაია ჩხაიძე „ქრონიკასთან“ საუბრისას.











