საქართველოში კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან ყველაზე მეტი კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება.
4 სექტემბრის მონაცემებით, თბილისში კორონავირუსის 1 080 შემთხვევა გამოვლინდა.
რეგიონებში კორონავირუსის შემთხვევათა გადანაწილება ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 080 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 262, ქვემო ქართლი – 224, შიდა ქართლი – 198, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 238, კახეთი – 232, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 27.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 2 684 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 83 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.95%–ია.










