fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ირაკლი ღარიბაშვილი – კოვიდ-ბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს

15:48 სექტემბერი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
761
ნახვა

გუშინ, „მთავარმა არხმა“ მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა, კერძოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი „ფაიზერის“ ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა.

„თქვენ იცით, ესწრებოდით კიდეც, მე ერთხელ ვარ აცრილი „ფაიზერით“ და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით განსაზღვრულია 21-28 დღე ან მაქსიმუმ 42 დღემდე, ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავიღე გაყალბებული კოვიდ-ბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო PCR-ტესტის შედეგები და ასევე, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდ-ბარათი. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტყუილებით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში და 9 სექტემბერს რომ დამინიშნეთ აცრა. თქვენი ორგანიზაცია და თქვენი ტელევიზია სამწუხაროდ ეწევა ამ დემაგოგიას და ტყუილის ტირაჟირებას. იკითხეთ ხოლმე, გაარკვიეთ, გადაამოწმეთ და შემდეგ ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება და დაინტერესება გამოიჩინეს. მე მივესალმები ამ ფაქტს. არ შეიძლება, ადამიანის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემების გამოყენება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია