Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 24 670-მა ადამიანმა გაიკეთა.
სულ ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილია 1 405 877 მოქალაქე.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია 4 დასახელების ვაქცინა: Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა), Pfizer-BioNTech (ფაიზერი), Sinovac.CoronaVac -Vero Cell, Inactivated (სინოვაკი), Sinopharm SARS-CoV-2 Vaccine (Vero Cell) (სინოფარმი).











