“მე დღეს არ მაქვს უფლება, ვიდრე დაზუსტებით არ მეცოდინება, ჩემი ვარაუდების შესახებ მაყურებელსა და საზოგადოებას ველაპარაკო. თუმცა ვის ჰქონდა ამის საშუალება? ვის ჰქონდა ამის მოტივაცია, როგორც დღეს ეს ირკვევა. ვისი ინტერესია დღეს, რომ რაღაც რეალური თუნდაც ან რეალურთან მიახლოებული ინფორმაცია გაერიოს უამრავ ტყუილში და ერთი, ორი, სამი ან 5 რეალური ინფორმაციით ათასი ტყუილი დააჯერონ შემდეგ საზოგადოებას – ეს ალბათ ადვილი მისაგნებია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ვისი ინტერესი იყო და თუკი ასეთი რამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მართლაც ხდებოდა, ვის მიერ იყო შესრილებული, შემდეგ დამონტაჟებული, გავრცელებული, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია „ნაცმოძრაობისგან“ იმის შესახებ, რომ იგეგმება გარკვეული, ძალიან ბინძური კადრების გავრცელება უცხოეთში, ამას გეგმავს „ნაციონალური მოძრობა“ იმისთვის, რომ მღელვარება გამოიწვიოს. იცით, რომ ისინი კამპანიას არ აწარმოებენ და ამაზე აგებენ ყველაფერს. რადგან ეს იგეგმება და ეს ინფორმაცია გვაქვს, ამიტომ ვახდენთ პრევენციას წინასწარ ვაფრთხილებთ საზოგადოებას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.










