ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი მიხეილ სააკაშვილს პროვოკაციებისთვის თავის არიდებისა და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალის საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციისთვის გამოიყენებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილს მოვუწოდე, თავი აარიდოს პროვოკაციებს და საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი საქართველოში წინაასაარჩევნო ვითარების დეპოლარიზაციის ხელშეწყობისთვის გამოიყენოს, პატივი სცეს ეუთო ოდირის გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ“,- წერს მარინა კალიურანდი.
At MEPs meeting with @SaakashviliM I urged him to restrain from provocations and use his political capital to help to depolarize pre-election situation in Georgia and respect @osce_odihr decision after ?? local elections on Oct.2 pic.twitter.com/774YiN2MCG
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) September 14, 2021











