ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმე (შარაშენიძეს) კორონავირუსი დაუდასტურდა.
ინფორმაციას “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს”.
„მეუფე გერასიმე ჰოსპიტალიზაციის გარეშე გადის იზოლაციისა და მკურნალობის პერიოდს”,- ნათქვამია გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ სად გადის იზოლაციას მეუფე გერასიმე მედიისთვის უცნობია. სავარაუდოდ, იგი კორცხელის დედათა მონასტერში იმყოფება.
ასევე უცნობია და ადგილობრივ ეპარქიაში არ კეთდება კომენტარი, ვინ იმყოფება მეუფესთან ერთად იზოლაციაში.
დღევანდელი მონაცემებით,სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 199 პირს დაუდასტურდა.
ავტორი: თეა შონია











