გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრის რეკომენდაცია გასცა. საქმე ეხება 70 წელს გადაცილებულ პირებს. ამის შესახებ უცოხური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ვაქცინის დამატებითი დოზა უნდა შესთავაზონ მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც მათთან პირდაპირ კონტაქტში იმყოფებიან.
გერმანიაში ამ დრომდე „ბუსტერ“ დოზის გამოყენება რეკომენდებული იყო მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებისთვის.
გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტში ასევე აცხადებენ, რომ ბუსტერის დოზა იმ ადამიანებსაც უნდა შესთვაზონ, რომლებიც „ჯონსონის“ ვაქცინით აიცრნენ, რადგან ამ ვაქცინის ეფექტურობა ვირუსის „დელტა“ ვარიანტის მიმართ შემცირებულია.











