ბათუმში, სადაც კორპუსი ჩამოინგრა, ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკაც.
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბათუმში უკვე ჩავიედა.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
ამ წუთებში შს მინისტრი ვითარებას პირადად ეცნობა.











