მესტიის მუნიციპალიტეტში, უკვე მეცხრე დღეა დაკარგულ მამაკაცს ეძებენ.
ოჯახის წევრების ცნობით, თამაზ კანკია სოფელ წვირმიდან, სადაც იგი მუშაობდა, სახლში სოფელ ჯვარში ბრუნდებოდა, რა დროსაც მისი კვალი იკარგება.
კანკიას ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მიუხედავად ოფიციალური მიმართვებისა და სატელეფონო შეტყობინებებისა, არც პოლიცია და არც სამაშველო სამსახური ჯერ-ჯერობით სამძებრო სამუშაოებში არ ჩართულა, რის გამოც კანკიებმა დასახმარებლად მედია საშუალებებს მიმართეს.
ავტორი: თეა შონია











