იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი გადაყვანა საჭიროების შემთხვევაშ მულტიფუნქციური კლინიკაში მოხდება.
როგორც რატი ბრეგაძემ თქვა, ისინი იმყოფებოდნენ N18 სამკურნალო დაწესებულებაში და ექიმებმა განაცხადეს, რომ დაწესებულება მზად არის პაციენტის მისაღებად.
„ბოლო დასკვნაც, რაც კონსილიუმმა დადო, ეს არის სარეკომენდაციო ხასიათის. ამ დასკვნაში საუბარია შემდეგზე, რომ თუ გახდება ჰოსპიტალიზაცია საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში. აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც საუბრობს, არ ყოფილა.
რაც შეეხება კითხვას, სად იქნება გადაყვანილი და შეესაბამება თუ არა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულება განსაზღვრულ სტანდარტებს, რაც დადგენილია მულტიფუნქციური კლინიკისთვის, გიპასუხებთ შემდეგს: გუშინ ჩვენ ვიმყოფებოდით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში და როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულება პაციენტის მისაღებად მზადაა“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის უკვე 25-ე დღეა შიმშილობს. მდგომარეობის გართულების შემთხვევაში N18 პენიტენციიურ სამკურნალო კლინიკაში ამბობენ, რომ მის სამკურნალოდ ყველანაირი პირობა არსებობს. ამასთან, გუშინ სახალხო დამცველმა გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც საუბარია, რომ N18 დაწესებულებაში არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.











