Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 513 კვლევა ტესტით, მათ შორის 30 303 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 210 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 965 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 711 255-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.17%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.87%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 627 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 652 505.










