პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის კვების კადრებს ასაჯაროებს. ვიდეოკადრები რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა“,- ნათქვამია პენიტენციალური სამსახურის განცხადებაში.
ვიდეო სხვადასხვა დღეს არის გადაღებული.











