ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ულტიმატუმის ენით საუბარი “ქართულ ოცნებაში” მიუღებლად მიაჩნიათ. ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი აცხადებს, მის მიმართ მოპყრობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ სტანდარტით, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში.
“მის მიმართ მოპყრობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი იმ სტანდარტით, როგორც არის განვითარებულ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, სააკაშვილი, თავად შემოქმედი იმ სადისტური რეჟიმისა, რომელიც მათ შორის, ციხეებში სუფევდა, არ უნდა აყენებდეს ულტიმატუმებს,” – აცხადებს ვოლსკი.










