საბურთალოს რაიონში, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, ტროტუარი და ბორდიური უკვე მოეწყო, დაიგება ასფალტის ორფენიანი საფარიც.
მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებელი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი გაეცნო. პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო.











