fbpx
27/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ამერიკული ნავთობკომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსთან ხანგრძლივ დავას აგებს – RealClearEnergy

13:16 ივლისი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
878
ნახვა

„ამერიკული ნავთობკომპანია საერთაშორისო არბიტრაჟში საქართველოსთან ხანგრძლივ დავას აგებს“, – ამ სათაურით გამოცემა RealClearEnergy საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და ტეხასური ნავთობკომპანია ფრონტერას შორის დავას სტატიას უძღვნის.

როგორც გამოცემა წერს, „უჩვეულო დავა მიმდინარეობს ტეხასურ ენერგოკომპანიასა და საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის – ბრძოლა კორპორაციული ინტრიგის, საერთაშორისო სამართლისა და აშშ ეროვნული უსაფრთხოების ელემენტებით.

„დავის ერთ მხარეს არის აშშ-ს მოკავშირე და NATO-ს პარტნიორი საქართველო, რომელმაც საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე – 1990-იანი წლების შუა პერიოდში – ტეხასურ კომპანიასთან ხელი მოაწერა კონტრაქტს ნავთობის მოპოვების შესახებ. მეორე მხარეს არის ჰიუსტონის ყოფილი მერის და აშშ ენერგეტიკის მდივნის ყოფილი მოადგილის ბილ უაიტის მიერ დაფუძნებული ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources. Frontera ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და გასულ წელს ლონდონის საფონდო ბირჟიდან მოიხსნა, ხოლო საქართველოში მის საქმიანობას წინააღმდეგობები ახლავს”, – წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, ურთიერთობები მას შემდეგ გამწვავდა, რაც საქართველოს ოფიციალურმა პირებმა Frontera ბოლოდროინდელი არბიტრაჟის გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ კონტრაქტი შეწყვეტილად გამოაცხადა.

კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ „Frontera საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ უპრეცედენტო შეტევაში ჩაერთო და მიზანმიმართულად აზიანებს აშშ-საქართველოს ურთიერთობებს“, – ნათქვამია სტატიაში.

აქვე აღნიშნულია, რომ Frontera-ს განცხადებით, საქართველო ამახინჯებს არბიტრაჟის შედეგებს, თუმცა არ აკონკრეტებს და არც საჯაროდ განუცხადებია სხვა რამ.

„კომპანიამ ორი ამერიკელი სენატორის მხარდაჭერა მოიპოვა, რომლებიც საქართველოს ანტიამერიკული ბიზნესგარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. სენატორების ტედ კრუზისა (ტეხასელი რესპუბლიკელი) და ჯონ კორნინის (ტეხასელი), ასევე ორი ტეხასელი კონგრესმენის მიერ ტრამპის ადმინისტრაციის ზედა ეშელონის ოფიციალური პირებისთვის 15 მაისს მიწერილი წერილიც რუსეთის მთავრობასთან საქართველოს შემაშფოთებელ კავშირებზე საუბრობს. ახლახან გამოქვეყნებულ სტატიაში ოკლაჰომელი რესპუბლიკელი მარკვეინ მალინი მსგავს ბრალდებას ავითარებს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და Frontera-ს ნავთობის მოპოვებას ისეთ წარმატებად წარმოაჩენს, რომელმაც „საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის პერსპექტივა გაუჩინა“, – ვკითხულობთ სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ჰააგაში არსებული არბიტრაჟის მუდმივმოქმედი სასამართლოს 17 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველო უპირატესად არის მიჩნეული დავაში, სადაც გაცხადებულია, რომ Frontera-მ მნიშვნელოვნად დაარღვია კონტრაქტი და კომპანიას ზარალის ანაზღაურება დააკისრა.

„ზოგი დამკვირვებელი არ ეთანხმება საქართველოში რუსეთის გავლენის შესახებ გამოთქმულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ამ ბრალდებებს თბილისთან კავშირში მყოფი დიპლომატები აქარწყლებენ.

აშშ-ს სხვა სამთავრობო ანალიტიკოსების აზრით სიმართლე არის საპირისპირო – საქართველო არის შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორი სტრატეგიულად მნიშვნელოვან შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენების საწინააღმდეგოდ.

საქართველოში ანტიამერიკული ბიზნეს კლიმატის შესახებ კონგრესმენთა ბრალდებები ნეიტრალური ანალიზითაც ქარწყლდება. მაგალითად, მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ ყოველწლიურ რეიტინგში საქართველო მეშვიდე  ადგილს იკავებს მსოფლიოში და წინ უსწრებს გაერთიანებულ სამეფოსა და ავსტრალიას. საქართველოს ამ ინდექსში ეკონომიკური რეფორმების „ვარსკვლავად“ მოიხსენიებენ”, – წერს გამოცემა.

აქვე აღნიშნულია, რომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ დასავლეთით გაიხედა და 1997 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Frontera Resources-თან ნედლი ნავთობის მოპოვებისა და წარმოების შესახებ.

„2010 წლისთვის Frontera-ს „წარუმატებელ კომპანიად“ მიიჩნევდნენ. ცნობილ საგადასახადო ოაზისში – კეიმენის კუნძულებზე – რეგისტრაციით და ქ. ჰიუსტონში სათაო დაწესებულებით, კომპანიამ იმედების უმეტესობა საქართველოს დაუკავშირა. თუმცა, კომპანია შარში გაეხვა ახალგაზრდა დემოკრატიის მქონე სახელმწიფოში, სადაც მას ხშირად მოიაზრებდნენ „საქართველოს ნავთობისა და გაზის რეზერვების ექსპლუატაციის განმახორციელებლად“. 2018 წლისთვის Frontera-მ ვეღარ შეძლო ბევრი ქართველი დამსაქმებლისთვის ხელფასის გადახდა, რის გამოც მომდევნო წელს თბილისში ორი საპროტესტო აქცია გაიმართა“, – წერს გამოცემა.

სტატიის თანახმად, ზოგიერთი საინფორმაციო წყარო, რომელიც საქართველოს საკითხებს აშუქებს Frontera-ს  „კანონთან ურჩად მყოფ ამერიკულ ნავთობკომპანიად“ მოიხსენიებს.

„Frontera-ს ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთანაც გაუფუჭდა. 2018 წელს საქართველოს ნავთობისა და გაზის სფეროში მოქმედმა ორმა სახელმწიფო სუბიექტმა სააპელაციო სარჩელით საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართა, რის შემდეგაც Frontera-მ კონტრ-მოთხოვნა დააყენა. სასამართლომ დაადგინა, რომ Frontera-ს მნიშვნელოვნად ჰქონდა დარღვეული კონტრაქტი და მას დაუყოვნებლივ მოსთხოვა სადავო 5000 კვადრატული კილომეტრის დათმობა და ზიანის ანაზღაურება.

საერთაშორისო არბიტრაჟი სულ უფრო მეტად მიმზიდველი ხდება საერთაშორისო მასშტაბის იურიდიული დავების გადასაჭრელად, რასაც ბოლოდროინდელი კვლევა ცხადყოფს. Frontera-ს აშკარა უარი საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების შესრულებაზე ეწინააღმდეგება სამართლის ექსპერტთა მოსაზრებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, რადგან ნეიტრალური და სავალდებულოა”, – ნათქვამია სტატიაში.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია