„მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც ნიკა გვარამიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სისუსტეები დალაგდა, თუმცა ყველაზე უფრო მძიმედ სტრესული მდგომაროება აწუხებს.
ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს.
„სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია შეასრულა. სააკაშვილმა გაიარა ისეთი განსაწმენდელი ამ ქვეყანაში, არავის რომ არ გაუვლია ამ ზვიად გამსახურდიას მერე. მან რა შეცდომებიც დაუშვა, ამისთვის გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ჩემ თვალში ის გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე იყო ვარდების რევოლუციის დროს. ის აქ იმიტომ ჩამოვიდა, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს ,თუმცა თვლის ,რომ ეს ჯერ არ გაკეთებულა“,- ამბობს ნიკა გვარამია.











