fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

7 ნოემბრის მონაწილენი აგენტებად და ბრიყვებად დაყო – ბერძენიშვილი სააკაშვილს კლასს უწუნებს და მის შეცდომაზე საუბრობს

12:37 დეკემბერი 1, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
835
ნახვა

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებამ აღაშფოთა, რომელშიც სააკაშვილმა 7 ნოემბრის აქციის მონაწილეები  რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმის ნაწილად გამოაცხადა. დავით ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ „მიხეილ სააკაშვილმა კლასი დაკარგა“ .

როგორც ბერძენიშვილი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მან სასამართლო პროცესზე 7 ნოემბრის აქციის შეფასებისას, შეცდომა დაუშვა.

„მიშა სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ასე, რომ მე სააკაშვილის მიმართ სოლიდარულად ვარ  განწყობილი. უბრალოდ, მე შევეხე 7 ნოემბრის საკითხს, რაზეც მას შეცდომა მოვიდა, კერძოდ, მან 7 ნოემბრის მონაწილეები აგენტებად და ბრიყვებად დაყო, რაც არ იყო სწორი. შესაბამისად,  ეს საკითხი შევაფასე კიდეც, პატიმრის კვალობაზე  შეფასებებში სიმკვეთრე არ დამიკლია.

„კითხვაზე, სააკაშვილის მიმართ, რომელი ბრალდებაა, მისი შეფასებით, პოლიტიკურად მოტივირებული, ბერძენიშვილი გვპასუხობს:

„მაგას „რესპუბლიკურ პარტიას“ გვასწავლით?  სანდრო გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საკითხზე მეკითხებით? მითუმეტეს, ამ სასამართლოს შეწყალების საკითხზე არ ვეთანხმები. ამ საქმეებიდან სააკაშვილის მთავარი პრობლემა არის ვალერი გელაშვილის საქმე და 7 ნოემბრის საქმე, მაგრამ ის მაინც პოლიტიკური მოტივებით არის დაკავებული და არის პოლიტპატიმარი“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ,  მიხეილ სააკაშვილმა ბადრი პატარკაციშვილზე სასამართლო დარბაზში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2007 წელს ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს გამოუცხადა, რომ ბადრი პატარკაციშვილი  საქართველოს შემდეგი პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო.

“ამის შემდეგ იწყება კამპანია, რომ უნდა იყოს პატარკაციშვილის ორგანიზებული და დაფინანსებული დიდი გამოსვლები“, – განაცხადა ბრალდებულმა ექსპრეზიდენტმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.

ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე 

 

თეგები: დავით ბერძენიშვილიმიხეილ სააკაშვილი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მამუკა მდინარაძე: რუსული ნარატივის შემოტანა ქართულ პოლიტიკაში არის თავად სააკაშვილის დავალება, რომელსაც აწუხებს კომპლექსი  თავისი რუსული წარსულის შესახებ

დეკემბერი 30, 2021
789
მთავარი ამბავი

სასამართლო დღეს მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 მილიონი ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის საქმეს განიხილავს

დეკემბერი 27, 2021
796
მთავარი ამბავი

ნინო ლომჯარია: მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სეირნობის უფლებით

დეკემბერი 12, 2021
936

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია