ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
სამართალდამცველების განცხადებით, უგულავამ მათ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
უგულავას თქმით სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ცნობისთვის, გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.











