მარნეულის მუნიციპალიტეტში, აპრილის თვიდან დღემდე ქვეწარმავლებისგან დაკბენის 8 შემთხვევა გამოვლინდა.
მარნეულის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ დაკბენილი პაციენტებიდან ერთი თეთრიწყაროდან, ხოლო შვიდი მარნეულიდან არის.
„საერთოდ დაკბენის შემთხვევაში მომართვიანობა მარნეულის გარდა ბოლნისიდან და თეთრიწყაროდანაც გვაქვს. წელს სულ რვა შემთხვევაა, აქედან ყველა პაციენტი, მკურნალობის შემდეგ სახლში მეორე დღესვე გაეწერა, ეს არ არის საგანგაშო რიცხვი და ზაფხულში მით უმეტეს, ჩვენს მხარეში ეს ნორმალურიცაა.
ჩვენს რაიონში, დაკბენილი ადამიანების გარდაცვალების შემთხვევები არ გვქონია არასდროს, რაც შეეხება ვაქცინას მარნეულის მუნიციპალიტეტს შესაბამისი მედიკამენტები ყოველთვის საკმარისი აქვს“, – განაცხადეს მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
ავტორი: მარიამ ქველაძე











