შინაგან საქმეთა სამინისტრომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის ბიუროს ახალ კითხვები გაუგზავნა. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, გიორგი შაქარაშვილის დაზიანებები განვითარებულია თუ არა ხიდიდან ვარდნის შემდეგ.
. ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
. ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
. სახის და თავის არეში, ასევე ტანზე არსებული დაზიანებები ერთობლიობაში განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15-25 მეტრი სიმაღლის ხიდიდად ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
ოჯახის ვერსიით, 19 წლის ფეხბურთელი თავდამსხმელებმა სცემეს და მდინარეში გადააგდეს, რის შემდეგაც ის დაიხრჩო.
შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. რამდენიმე დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.











