თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში ბოლოს 24 საათში დადასტურებული Covid-19-ის ოთხივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.
მისივე თქმით, ახალ ინფიცირებულთაგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, დანარჩენი კი, საკარანტინო ზონაში იმყოფებოდნენ.
„დაემატა ოთხი ახალი შემთხვევა და სულ გახლავთ 1010 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებული არის მხოლოდ ორი და ეს ციფრი მთლიანობაში 885-ს შეადგენს. კოვიდცენტრებში მკურნალობს 148 პაციენტი.
ამ ოთხი ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველა გახლავთ შემოტანილი, ანუ იმპორტირებული. ერთი არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ხოლო დანარჩენი გახლავთ საკარანტინო სივრცეში დადასტურებული შემთხვევები.
ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალების ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ როტაციით მყოფი სამხედრო მოსამსახურეებიდან კიდევ 10 პირი ჩამოიყვანეს საქართველოში, მათ იქ დაუდასტურდათ „კოვიდ-19“ და ამ ეტაპზე, მოთავსებული არიან გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მათი მდგომარეობა თითქმის დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.











