„ჩვენი რუსი კოლეგებიც სულ იკვლევენ ღამურებს, იქნებ ისინი იძლევიან 5000 დოლარს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
„სატირალი რომ არ იყოს, ნამდვილად ძალიან სასაცილო იქნებოდა. ღამურების კვლევა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის ისტორიამაც დაადასტურა ეს. ღამურებს იკვლევს მთელს მსოფლიოში ყველა, ვისაც ეს შეუძლია. რუსეთის წარმომადგენლები ისეთ აბსურდს იტყვიან ხოლმე, პასუხის გაცემა ამაზე სერიოზულად მიჭირს ხოლმე. სხვათა შორის, ჩვენი რუსი კოლეგებიც სულ იკვლევენ ღამურებს, იქნებ ისინი იძლევიან 5000 დოლარს. ჩვენ ღამურებს რომ ვიკვლევთ მათ ბუნებაში ვაბრუნებთ“, – აცხადებს იმნაძე.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს მოქალაქის ხვიჩა მღებრიშვილის ჩვენების ვიდეოს გაავრცელა.
საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ უსაფრთხოების კომიტეტი გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ „სამხრეთოსეთელი ღამურების პოპულაციისადმი გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან ავლენს ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.











