თბილისში 67 წლის ქალი ძაღლმა დაგლიჯა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხდა.
უმძიმეს კადრებში ჩანს, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ქალის დახმარებას. ერთ-ერთმა მათგანმა ძაღლის შესაშინებლად ჰაერში გაისროლა თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა ცხოველისთვის დამიზნებით ესროლა.
თავდასხმის შედეგად ქალი მძიმედ დაშავდა.
„კრიტიკულ მდგომარეობაშია და გადარჩება თუ არა, არავინ იცის. ყველა მეზობელს პრეტენზია აქვს, ძაღლს პატრონის მეგობრებისთვისაც არაერთხელ უკბენია. დღეს პოლიციაში ვარ დაბარებული, პასუხი უნდა აგონ“, – ამბობს დაშავებულის დედა.
ქალს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე. ჰემოდინამიკა არის არასტაბილური. ყველაზე დიდი ჭრილობა, რომელიც ქალს კბენის შედეგად აქვს მიყენებული, ესაა თავი და სახის მიდამო, სადაც ყბა-სახის ქირურგიული ოპერაცია ჩატარდა. ასევე, მუცლის ღრუსა და ორივე ქვედა კიდურზე აქვს ჭრილობები. ყველაზე მძიმე კატეგორიად თავ-კისრის არეში მიყენებული ჭრილობაა. ქსოვილი აღდგენილია და ვნახოთ, როგორ წავა მდგომარეობა“, – ამბობს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
67 წლის ქალს ძაღლმა მძიმე დაზიანებები მიაყენა
? უმძიმესი კადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა – 67 წლის ქალს ძაღლმა მძიმე დაზიანებები მიაყენა – პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულიავრცლად – https://rustavi2.ge/ka/news/170482
Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 17 ივლისი, 2020








